პრეზენტაციები

Category

საინტერესო, შემოქმედებითი, ინფორმაციული, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში “NK”-ის მე-3 კლასში და შთაბეჭდილებებით სავსე აუდიტორია. საქართველოს დიდებული წარსული და ისტორია, სახელოვანი მეფეები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მოსწავლეებმა, შესწავლილი მოთხრობების მიხედვით, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეფის ეპოქაზე. დამოუკიდებელი მსჯელობა და აზროვნების უნარი, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის...
Read More
საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაცია “NK”-ში. მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა” დამფუძნებელი და რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ამერიკის კოსმოსური სააგენტო “NASA”-ს და “ვოიაჯერის” შესახებ. გააცნო ინფორმაცია ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე, ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. უამბო ქართული ხალხური სიმღერის “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია, რომელიც უამრავი პროექტის...
Read More
“NK”-ის მე-9 კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა”. მოსწავლეებმა განიხილეს ოქროს კვეთის გეომეტრიული და ალგებრული ასპექტი, ფიბონაჩის მიმდევრობა. წარმოდგენილი იქნა ფიბონაჩის სპირალი. ასევე, ოქროს კვეთისა და ფიბონაჩის მიმდევრობის ელემენტები ხელოვნებასა და ბუნებაში. პრეზენტაციამ მშობლებისა და მათემატიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი- იოანე შენგელია
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.  “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ფერადი ხელებითა და წინდებით გამოვხატავთ სოლიდარობას “მზის შვილების” მიმართ
Read More
 NK-ის მოსწავლეთა შემოქმედებითი გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ღია ცის ქვეშ, ვერის პარკში. მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადი ფოთლებითა და გირჩებით ლამაზი აპლიკაციები შექმნეს.
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “NK”-ის მოსწავლეები არ ითვლიან ქრომოსომებს. მათ დახატეს ჭრელი წინდები და ამით გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი” “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს.
Read More
“NK”-ში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია: “იუნესკო და მისი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები. მეექვსე და მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია “ქართული მატერიალური და არამატერიალური ძეგლები”. დასასრულს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, არქიტექტორმა თამარ მელიამ და იურისტმა მარიამ ყუფარაძემ უპასუხეს მოსწავლეთა კითხვებს. შეხვედრა საინტერესო და კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს...
Read More
“NK” – ში შერვუდის საგანმანათლებლო ცენტრის ბრიტანელმა ტრენერმა, ნიკოლასმა, ინგლისურ ენაზე ჩაატარა ტრენინგი სახელწოდებით “კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა”. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა – პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
Read More
“Nk” – ის მერვე კლასში ჩატარდა პროექტის “რიცხვის სტანდარტული ფორმა, დიდი და პატარა რიცხვები” პრეზენტაცია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთ საგანში ( მათემატიკაში) ნასწავლი და გააზრებული მასალა გამოეყენებინათ სხვა (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ასტრონომია) საგნებში, განევითარებინათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და წარდგენის უნარ-ჩვევები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. +2 68 ადამიანი მოიცვა...
Read More
“Nk” – ის მეექვსე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “პატარა ამბები დიდი იტალიელების შესახებ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს იტალიური ენის წარმოშობისა და გამოჩენილი იტალიელების დანტე ალიგიერის, ფრანცისკო პეტრარკას, ჯოვანი ბოკაჩოს, წმინდა ფრანცისკ ასიზელის, ლეონარდო და ვინჩის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე ვერდის ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეებმა იტალიური ენის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს.
Read More
1 2 3 4

ბოლო კომენტარები