შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში. დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში. მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული...Read More
თავგადასავალი მწვანე სამყაროში შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილ „ეკოთავგადასავლად“ იქცა ჩვენი სკოლის ბავშვები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ, სადაც ბუნებასთან სიახლოვითა და ახალი აღმოჩენებით დატკბნენ პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და ძალიან სახალისო აქტივობებით მწვანე გაკვეთილი: ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა თესვის პროცესში. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ჯადოსნური გზის შესაცნობად, რასაც მცენარის ზრდა ჰქვია...Read More
ლიტერატურული დისკუსია ვერის პარკში მზე, სუფთა ჰაერი და საინტერესო წიგნები – ასე გამოიყურებოდა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის გარეთ, ვერის პარკის სიმწვანეში, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისურენოვანი ნაწარმოებები, იმსჯელეს უცხო ენაზე და საკუთარი ემოციები თუ შთაბეჭდილებები გაგვიზიარესRead More
”როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი, ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი.“ ნილ არმსტრონგი ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა – დღე, რომელიც გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში მათ...Read More
“თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური” ტური, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა. შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებმა იმ ადგილებში იმოგზაურეს, სადაც ქართული კინოს ისტორია იწერებოდა და სადაც გადაღებულია 1920-იანი წლებიდან 1990 წლამდე შექმნილი ცნობილი ფილმები. მოისმინეს საინტერესო ისტორიები კინოს განვითარების შესახებ, გაიხსენეს ცნობილი მელოდიები და დიალოგები, რომლებმაც ეპოქა შექმნა. ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში წინასააღდგომოდ. ჩვენმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში მოისმინეს: როდის და ვის მიერ დადგინდა აღდგომის აღნიშვნა და როგორია ამ დღესასწაულის ათასწლოვანი ისტორია; რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის მთავარ სიმბოლოებს – წითელ კვერცხს,ჯეჯილს და პასკას ;...Read More
ახალი ნაბიჯი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! კერძო სკოლა ნკ-ში გაიმართა ახალი ჟურნალის პრეზენტაცია. დაფუძნდა ჟურნალი „მეორე სახლი“ – სივრცე, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ხმას გააჟღერებენ და გაგვიზიარებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. ჟურნალის საშუალებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საინტერესო მოვლენებისა და სიახლეების შესახებ. რაც მთავარია, გვიამბობენ ჩვენს სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ინიციატივებსა...Read More
საქართველოს კუთხეები, ახალი წელი და საახალწლო ტრადიციები კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ წეს-ჩვეულებებზე, საახალწლო რიტუალებსა და იმ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ქართული კულტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნატო გერმესაშვილს, ინფორმაციული...Read More
New Year Celebrations in English-Speaking Countries United Kingdom United States New Zealand Australia Canada კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს, თუ როგორ აღინიშნება ახალი წელი ინგლისურენოვან ქვეყნებში. მოსწავლეებმა, შესანიშნავი ინგლისური საუბრით, წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და დღესასწაულის თავისებურებები განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარიამ აფრიდონიძეს და ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს აქტიურობისა...Read More
საახალწლო კვირეული კერძო სკოლა ნკ-ში გერმანულ ენაზე გრძელდება. საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული დღე სახელწოდებით – „შობა-ახალი წელი გერმანიაში“. ჩვენმა ბავშვებმა აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს გერმანიაში არსებული საშობაო და საახალწლო ტრადიციები, ისაუბრეს საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე. ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა და თბილი, სადღესასწაულო განწყობა შექმნა გერმანულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა. მადლობა გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა...Read More
ბოლო კომენტარები