ქართული ჯარი – ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების სიმბოლო. ჯარისკაცის თავდადება და სიმამაცე არის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. როგორია ჯარისკაცის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო. სკოლა ნკ-ს მოსწავლეები მარნეულის საავიაციო ესკადრილიის ბაზას ესტუმრნენ. ბავშვებს უმასპინძლეს სამხედრო მოსამსახურეებმა და დაათვალიერებინეს ბაზის ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა. მათ თავდაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. ღია კარის დღის ბოლოს კი მოსწავლეებმა, ბრიგადის სასადილოში, ჯარისკაცებთან ერთად “ჯარისკაცის ულუფაც” დააგემოვნეს.