ამერიკელი ასტრონავტი, ნილ არმსტრონგი, წერდა: “როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი”. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. გავუფრთხილდეთ დედამიწას! ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! ️ “NK”-ის მოსწავლეები, ტრადიციულად, ჩაერთვნენ გარემოსდაცვით ღონისძიებაში და ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პლანეტის მიმართ.Read More
საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაცია “NK”-ში. მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა” დამფუძნებელი და რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ამერიკის კოსმოსური სააგენტო “NASA”-ს და “ვოიაჯერის” შესახებ. გააცნო ინფორმაცია ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე, ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. უამბო ქართული ხალხური სიმღერის “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია, რომელიც უამრავი პროექტის...Read More
“NK”-ის მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საწარმოს “კოკა-კოლა”. გაეცნენ საწარმოს გარემოს, მუშაობის პრინციპებს, მოისმინეს კოკა-კოლას დაარსების ისტორია, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია წარმოების ტექნოლოგიების შესახებ, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების პროცესს. ვიზიტის დასასრულს დააგემოვნეს ქართული წარმოების მსოფლიო ბრენდი.Read More
“NK”-ის მე-9 კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა”. მოსწავლეებმა განიხილეს ოქროს კვეთის გეომეტრიული და ალგებრული ასპექტი, ფიბონაჩის მიმდევრობა. წარმოდგენილი იქნა ფიბონაჩის სპირალი. ასევე, ოქროს კვეთისა და ფიბონაჩის მიმდევრობის ელემენტები ხელოვნებასა და ბუნებაში. პრეზენტაციამ მშობლებისა და მათემატიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი- იოანე შენგელიაRead More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, განსხვავებული და ჯადოსნური ექსკურსია. მოგზაურობა რეალურ და არარეალურ საოცრებებში, ამოტრიალებული ილუზორული სამყარო. ჩვენი მოსწავლეების შთამბეჭდავი, ნაყოფიერი და უამრავი დადებითი ემოციით სავსე დღე ილუზიების მუზეუმში.Read More
ბოლო კომენტარები