მარტი 30, 2025

Day

“11 წლის ფორტეპიანოს ვირტუოზი მუსიკალურ სამყაროში ვუნდერკინდად აღიარეს”; “ახალგაზრდა პიანისტმა მსმენელი მუსიკალურ სამყაროში ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვეობამდე ამოგზაურა”; “იშვიათი ნიჭის მქონე პიანისტი”. ასე გამოეხმაურა გერმანული პრესა ქალაქ ზალცბურგში გამართულ სესილი სივსივაძის სოლო კონცერტს. ზალცბურგამდე იყო ნიუ-იორკი, Merkin Hall-ის ცნობილი საკონცერტო დარბაზი, საერთაშორისო კონკურსი “Vivo International Music Competition” და მოპოვებული ბრწყინვალე წარმატება – პირველი პრემია და ლაურეატის...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” წევრების სასწავლო გასვლითი ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსთან დაკავშირებული მეცნიერებების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომელიც ახორციელებს მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირებას. მდინარის წყლიანობისა და წყლის დონეების გაზომვები. ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტ რეჟიმში მომუშავე დანადგარის...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის, “ეკო პოლუსის” მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ფოტო კონკურსზე. კონკურსი მიეძღვნა მყინვარების დაცვის საერთაშორისო დღეს. ალექსანდრე გორგიჯანიძე – “მყინვარი ჭალაათი” – პირველი ადგილი; ლუკა რამიშვილი – “მყინვარი ზოფხიტო” – მესამე ადგილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ და “ეკო პოლუსის” წევრებს.
Read More
გასაოცარი, მხიარული და შემეცნებითი დღესასწაული შპს კერძო სკოლა ნკ-ში. დამაინტრიგებელი ექსპერიმენტები; შთამბეჭდავი ცდები; მხიარული ატმოსფერო და ბავშვების აღფრთოვანება. ბავშვთა სამეცნიერო შოუ “მხიარული მეცნიერება” სტუმრად ჩვენს სკოლაში. ჩვენი ბავშვები ნამდვილი მეცნიერების ამპლუაში და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.
Read More
გვახარებს და უზომოდ ამაყნი ვართ, როცა ჩვენი მოსწავლის წარმატების ამბავი გვესმის. ასეთ დროს ყველაზე ნათლად ვგრძნობთ, რომ მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში ჩადებულ უდიდეს შრომასა და ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია. სკოლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მისი წარმატებული მოსწავლეა. ჩვენ ხშირად გაცნობთ ინფორმაციას ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მიღწევების შესახებ. ამჯერადაც, გვინდა ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ. შპს კერძო...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა საგანმანათლებლო ტურის წარმატებული დასასრული ავსტრია-უნგრეთში. ორი ქვეყნის უნიკალური კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ვენისა და ბუდაპეშტის მუზეუმები, შთამბეჭდავი არქიტექტურა, ადგილობრივი სამზარეულო, ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა და რაც მთავარია ნაყოფიერი შეხვედრები Corvinus და Eötvös Loránd University-ს სტუდენტებთან და თანამშრომლებთან. საინტერესო და მრავალფეროვანი დღეები ახალი გამოცდილებებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დასრულდა.
Read More

ბოლო კომენტარები