სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს აბიტურკურსის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგია და სწორი მიდგომები ყოველთვის უდიდესი წარმატების საწინდარია.
ასეთი მაღალი შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები ხარისხიან განათლებასთან ერთად იმ მხარდაჭერასაც იღებენ, რომელიც მათ მიზნების მიღწევაში ეხმარება.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს! გვეამაყება თითოეული მათგანი და გვჯერა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ასეთივე ბრწყინვალე წარმატებები ელოდებათ!
უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს მათი პროფესიონალიზმის, ენერგიისა და თითოეულ მოსწავლეში ჩადებული ამაგისთვის. მათ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ წარმატება ხარისხიანი სწავლების, სწორი სტრატეგიისა და დაუღალავი შრომის შედეგია.