სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილები

გამოცდის ტიპები

  • მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები: 

 სემესტრული გამოცდა;   საშემოდგომო გამოცდა;  ექსტერნატის გამოცდა.

  • სემესტრული გამოცდა დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ჩათვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის;
  • სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული;
  • მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლა მიიღებს შესაბამის ზომებს გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. რისთვისაც შეიქმნება საგამოცდო კომისია. მომზადდება კომპლექსური დავალება მოსწავლის შესაფასებლად. გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით;
  • გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
  • პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
  • საშემოდგომო გამოცდა დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა ექნება 5-ზე ნაკლები;
  • საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება სასწავლო წლის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ ან სასწავლო წლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე. მოსწავლეს გამოცდისთვის მოსამზადებლად მიეცემა 2 კვირის ვადა და მას ამ პერიოდში იმ საგანში/საგნებში, რომელშიც დაენიშნა საშემოდგომო გამოცდა კონსულტაციას გაუწევენ შესაბამისი საგნის მასწავლებლები. საშემოდგომო გამოცდის ვადებს და საგამოცდო კომისიას განსაზღვრას სკოლის დირექტორი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მოსწავლე გამოცდას ჩააბარებს წერითი ფორმით. შესაბამისი საგამოცდო დავალება მომზადდება კათედრაზე.

დავალებას ექნება კომპლექსური ხასიათი;

  • მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომოგამოცდისქულახდებასაგნისწლიურიქულა;
  • ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, რომლის სრული დაცვითაც განხორციელდება აღნიშნული ტიპის გამოცდის ადმინისტრირება მისი არსებობის შემთხვევაში;
  • ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ საბაზო-საშუალო საფეხურებზე და სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.

გაცდენები

  • მოსწავლის გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში;
  • გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე, მათ შორის დამატებით სავალდებულო საგანმანათლებლო მომსახურების დროს, პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დასაწყისში;
  • თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე;
  • წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება იმ გაცდენილ დღეზე/დღეებზე, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა;
  • იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენების დროს შესაბამისი მოთხოვნის კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

     

ინკლუზიური განათლება

  • ინკლუზიური განათლება

     

    ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
  • სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა; 

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; 

გ) სწავლის უნარის დარღევა; 

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); 

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; 

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; 

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; 

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; 

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში. 

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა;
  • სსსმ მოსწავლისთვის სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს აკომოდაციას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას;
  • მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას შემდეგ კომპონენტებში: ინსტრუქციის აკომოდაცია,  გარემო პირობების აკომოდაცია,  შეფასების აკომოდაცია,  დროის, გრაფიკის აკომოდაცია;
  • ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;
  • სკოლა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად;
  • ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში; 

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; 

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; 

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი; 

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც; 

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები. 

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

  • სკოლის დირექტორის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
  • სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი; 

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს; 

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები; 

დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; 

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი. 

  • ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
  • ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ. ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს;
  • ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
  • სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

  • სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.
  • სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
  • მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში. 

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე. 

  • საბაზო/საშუალო საფეხურის სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 % და მეტი გაცდენის შემთხვევაში, ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით აბარებს გამოცდას.

სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

  • იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება;
  • მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
  • შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.
  • შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში;
  • შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს დისტანციური (ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები) სწავლების ფორმა;
  • სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა (სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

იმისათვის, რომ  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ)  სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა.სკოლის მიერ შექმნილი ისგ ჯგუფი უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას;

ბ.საჭიროების შემთხვევაში სკოლის კიბეებზე დამაგრდება მოძრავი პანდუსი,  რომლის საშუალებითაც მოსწავლე/მოსწავლეები იოლად  შეძლებენ გადაადგილებას და  ურთიერთობას თანატოლებთან;

გ.სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, შეიქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

დ.მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს ალტერნატიულ აქტივობებს;

ე.ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, მოსწავლეს/მოსწავლეებს ჩაუტარებს დამატებით მეცადინეობას, შეაფასებს  ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;

ვ.სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;

ზ.სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს;  

თ.ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;

ი.გამოყენებულიიქნებასხვადასხვათამაშისოციალურიგანვითარებისთვის;

კ.მოსწავლეებს ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;

ლ.სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

 

  • შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას;
  • მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებსოქროსმედალსადაშესაბამისსერტიფიკატს;
  • მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის8 ან მეტი, იღებსვერცხლისმედალსადაშესაბამისსერტიფიკატს;
  • პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

 

საგნობრივი კათედრები

 

სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების, საგნების სწავლების კოორდინირების და ზოგადად სასწავლო პროცესის ეფექტიანად  დაგეგმვა/წარმართვის მიზნით შექმნილია 5 კათედრა. ესენია:

  • სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის (V-XII კლასები), არჩევითი საგნების მითოლოგია ქართულ ლიტერატურაში და XIX-XX სს. დას. ლიტერატურა, მე და საზოგადოების (III-IV კლასები), ჩვენი საქართველოს (V-VI კლასები), საქართველოს და მსოფლიო ისტორიის (VII-XII კლასები), გეოგრაფიის (VII-VIII კლასები), საქართველოს გეოგრაფიის (IX კლასი), მსოფლიოს გეოგრაფიის (X კლასი), გლობალური პრობლემების გეოგრაფიის (XI კლასი), სამოქალაქო განათლების (VII-X კლასი) მასწავლებლები.
  • მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომელშიც გაერთიანებულია მათემატიკის (V-XII კლასები), ფიზიკის (VII-XI), ქიმიის (VIII-XI), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ბიოლოგიის (VII-XI), ისტის (I-VI კლასები) მასწავლებლები;
  • უცხოური ენების კათედრა, რომელშიც გაერთიანებულია ინგლისური ენის (I-XII კლასები) და      რუსული ენის (II–XII კლასები) მასწავლებლები.
  • ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა რომელშიც გაერთიანებულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის (I-IX კლასის) მასწავლებლები და სპორტის (I-XII კლასები) მასწავლებელი.
  • დაწყებითი კლასების კათედრა, რომელშიც გაერთიანებული არიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყელების მასწავლებლები.       კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფში შემავალ ყველა მასწავლებელს. 

 

სასწავლო კალენდარი

უქმე დღეები

14.10.2023

მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე

23.11.2023

გიორგობის დღე

1.01-2.01.2024

ახალი წლის სადღესასწაულო დღეები

07.01.2024

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე

19.01.2024

ნათლისღება

03.03.2024

დედის დღე

08.03.2024

ქალთა საერთაშორისო დღე

09.04.2024

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე

03-06.05.2024

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

09.05.2024

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

12.05.2024

საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე

26.05.2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

შინსწავლება

  • სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;
  • მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში გაცდენილი კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის შემთხვევაში მისი მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე  შეფასების მოთხოვნა არ გავრცელდება;
  • სკოლა, დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი/მასწავლებლები განახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს;
  • შინ სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება დისტანციური სწავლების (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) ფორმაც;
  • მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ 1 გაკვეთილის ჩატარებას;
  • მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას;
  • მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელი გაითვალისწინებს მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობას.