ღონისძიებები

„ზღაპარიყო, ზღაპარიყო…“ – და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნენ. ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული სითბოთი, ფერებითა და ბავშვური ხალისით აღინიშნა. თეატრალიზებული როლური თამაშები; ფერადი კოსტიუმები; მხიარული ცეკვები და სიმღერები. ჩვენმა პატარებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებსა და მშობლებს. მათმა ნიჭიერებამ და გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეული მათგანი გამორჩეული ვარსკვლავია. მადლობა ჩვენს პატარებსა და მათ მასწავლებლებს ასეთი დაუვიწყარი დღისთვის. ღონისძიების ხელმძღვანელები: ხათუნა...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ში ბოლო ზარი დაირეკა. ზარი, რომელმაც დაასრულა სკოლის 12-წლიანი გზა და ახალი ცხოვრების ეტაპს დაუდო დასაბამი ეს იყო ემოციებით, ღიმილით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღე. დღე, რომელსაც თან ახლდა ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ გარემოსთან გამომშვიდობების სევდაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა წინ ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი არჩევანი, გამოწვევები და დაუვიწყარი თავგადასავლებია ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციულად, ვერის პარკში ხის ნერგი დარგეს – სიყვარულისა და მოგონებების სიმბოლოდ....
Read More
დიდი საახალწლო აურზაური და დაუვიწყარი მხიარულება კერძო სკოლა ნკ-ში ნამდვილი დღესასწაული შედგა, რადგან ჩვენ გვესტუმრნენ: სანტა კლაუსი მხიარული ანიმატორები ენერგიული დიჯეი საოცარი ილუზიონისტი ზეიმი, ცეკვები და სიმღერები ჩვენი ბავშვების აქტიური მონაწილეობით ნამდვილ საახალწლო ზღაპრად გადაიქცა და სივრცე სიცილით, ტაშითა და ბედნიერი ემოციებით აივსო კერძო სკოლა ნკ  გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2026 წელს!
Read More
ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით იწყება. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, ასევე მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ჩვენს წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო პირველკლასელებს – სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები. მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ანიმაციური ჟანრის პერსონაჟებმა.
Read More
სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ღონისძიება სახელწოდებით “დედაენა – ცოდნის ლამპარი.” იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ქმნილება, რომელიც ქართული სასკოლო განათლების უმნიშვნელოვანესი წყაროა. ჩვენმა პატარებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები. წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და მუსიკალური ნომრები, რომლებიც ქართული ენის სილამაზესა და სიწმინდეს მიეძღვნა. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს: ირმა ელიზბარაშვილსა და ხათუნა ბედუკაძეს, ჩვენი მოსწავლეების აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი უდიდესი შრომისა და ღვაწლისათვის!
Read More
1 2 3 15