მაისი 10, 2024

Day

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასასრული  “NK”-ში. დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას! მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ვერის პარკში, წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე “Earth Day”, სადაც ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა მოქალაქეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს და დაარიგეს ფერადი ბუშტები სამახსოვრო წარწერებით. ️მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თამუნა ოზბეთელაშვილი
Read More
“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა”. ხელმძღვანელი – სოფიო გორგიჯანიძე
Read More
 “NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი ფერები. ვარდისფერი არღვნების და იასამნების ყვავილობა. ჩვენი მოსწავლეების გართობა, დასვენება...
Read More
“NK”-ში გრძელდება დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახელწოდებით “დედამიწა და ადამიანი”, სადაც განიხილეს ადამიანების დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძე
Read More
 “NK”-ის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე: Artificial Intelligence; Biology Aging; Animation Industry; თემები, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს და ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნით წარმოადგინეს. მასწავლებელი – სოფო ნავროზაშვილი
Read More

ბოლო კომენტარები