მარტი 2023

Month

დავამზადოთ და მოვხატოთ სააღდგომო აქსესუარები! შევხვდეთ აღდგომას განსაკუთრებულად!  “NK”-ის მოსწავლეები სოციალურ საწარმოს “კოდალა” ესტუმრნენ და ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს სააღდგომო დეკორაცია.
Read More
 “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს, დოკუმენტებს, ფოტომასალას და ინსტალაციებს. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.  “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ფერადი ხელებითა და წინდებით გამოვხატავთ სოლიდარობას “მზის შვილების” მიმართ
Read More
“NK”-ის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება სახელწოდებით “გაზაფხულის დღესასწაული”. ბავშვებმა გააცილეს სუსხიანი, მაგრამ მხიარული ზამთარი და მიეგებნენ წელიწადის უმშვენიერეს დროს, გაზაფხულს. ღონისძიებას თეატრალიზებული სახე ჰქონდა. ბოლოს კი ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლემ, სესილი სივსივაძემ, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, შეასრულა მუსიკალური ნომრები.
Read More

ბოლო კომენტარები