მარტი 2024

Month

  “NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2024-2025 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ  “NK”? 29 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს; წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლები; მაღალი კვალიფიკაცია და ინოვაციური სწავლების მეთოდები; გაძლიერებული პროგრამით სწავლება; ჩვენი სკოლის მოსწავლეები...
Read More
 “NK”-ის მოსწავლეთა ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენმა ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ოთხთავები, კრებულები, თხზულებანი, მინიატურები, სჯულის კანონი, თამარ მეფის ხელნაწერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსელი და მისი ქალიშვილის, ნანო კვინიტაძის რესტავრირებული სამოსი. ვიზიტის მხიარული დასასრული კი იყო ფაზლის გამოყენებით როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობის სცენის აღდგენა “ვეფხისტყაოსნიდან”.
Read More
ერთი მსახიობის თეატრი  “NK”-ში. მსახიობის მიერ შესრულებული სპექტაკლები და კინოროლები, ეპიზოდები ცნობილი სპექტაკლებიდან, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, განვლილი გზა და მოგონებები. ქართული თეატრისა და კინოს ცოცხალი ლეგენდის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრა ჩვენს მოსწავლეებთან.
Read More