ღონისძიებები

Category

გასაოცარი, მხიარული და შემეცნებითი დღესასწაული შპს კერძო სკოლა ნკ-ში. დამაინტრიგებელი ექსპერიმენტები; შთამბეჭდავი ცდები; მხიარული ატმოსფერო და ბავშვების აღფრთოვანება. ბავშვთა სამეცნიერო შოუ “მხიარული მეცნიერება” სტუმრად ჩვენს სკოლაში. ჩვენი ბავშვები ნამდვილი მეცნიერების ამპლუაში და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.
Read More
უყვარს სუში; ეშინია კალიის; იწონის 181 კგ-ს; იყო ძალიან გამხდარი; საქართველოს შემდეგ უყვარს იტალია; უყვარს ფეხბურთი და “იუვენტუსი”; იყო ჭკვიანი ბავშვი; ოცნებობდა მსახიობობაზე; ოცნებობს გაერთიანებულ საქართველოზე. რთულია იყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ სასწაულია ატარებდე შვიდგზის მსოფლიოს და რვაგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ️ეს ლევან საგინაშვილია, იგივე ქართველი ჰალკი. დღეს, შპს კერძო სკოლა ნკ-ს ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ– ს მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო “კოდალას”, სადაც ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი ბავშვების ზოგად განათლებაზე, არამედ მათი კრეატიული უნარების განვითარებაზეც. დავამზადოთ, მოვხატოთ და გავაფორმოთ ნაძვის ხე და შევხვდეთ ახალ წელს განსაკუთრებულად. ჩვენმა ხელმარჯვე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას....
Read More
ემოციური, მხიარული და ძალიან ტკბილი დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ერთი დღით ჩვენმა ბავშვებმა საჭირო უნიფორმები მოირგეს, ნამდვილ კონდიტერებად გადაიქცნენ და შოკოლადის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, შემდეგ კი თავიანთი ხელით დამზადებული უგემრიელესი შოკოლადები დააგემოვნეს. მადლობა Konfetery -ს სადღესასწაულო განწყობისთვის.
Read More
ახალი სასწავლო წელი ახალ სივრცეში ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გთავაზობთ სრულიად განახლებულ გარემოში განათლების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში...
Read More
კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე  NK-ში. დაწყებითი კლასების შემაჯამებელი ღონისძიება “იაკობის კვალდაკვალ”. ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს შესწავლილი ლექსები, მოთხრობები, გააცოცხლეს პერსონაჟები იგავ-არაკებიდან, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და დღე დღესასწაულად აქციეს.
Read More
სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. მშვენიერი ემოციების ამოუწურავი წყარო კიდევ უფრო ლამაზი ხდება, როცა ადამიანი ისმენს ან კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მას ბედნიერს ხდის. გულების დღე NK-ში. სითბო, სიყვარული და პოზიტივი, რომელიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს. გულის ფორმის ფერად ფურცლებზე გადატანილი ემოცია, დაფასება, შექება, კომპლიმენტები, მადლიერება, სურვილები და ამ ფურცლებით მოფენილი ჩვენი სკოლის კედლები. ბავშვთა დაცვის დღისადმი...
Read More
ღიმილით, სიხარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე  “NK”-ში. მე-12 კლასელთა ტრადიციული ბოლო ზარი, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან, ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, რომელიც დღეს დასრულდა და დაიწყო ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი, თავგადასავლებით სავსე ეტაპი, რომელიც მათ ბედნიერ, საინტერესო, შინაარსიან და მრავალფეროვან წლებს აჩუქებს. მივულოვეთ, დავლოცეთ, წარმატებები ვუსურვეთ და ვერის პარკში ნაძვის ნერგიც დავრგეთ,...
Read More
 “NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი ფერები. ვარდისფერი არღვნების და იასამნების ყვავილობა. ჩვენი მოსწავლეების გართობა, დასვენება...
Read More
ჯადოსნური სამყარო მინი ზოოპარკის სტილში, რომელიც განსხვავებული, ფერადი და სახალისო ინტერიერით გამოირჩევა. ცხოველთა სამყარო, სადაც ფერმაშიც იმოგზაურებთ და ეგზოტიკურ სამყაროშიც. კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტით ბავშვი ცხოველების სიყვარულს და მათზე ზრუნვას სწავლობს, რადგან მათ ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ.  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ფაუნის სამყაროში “ფაუნალენდი”.
Read More
1 2 3 7

ბოლო კომენტარები