შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” წევრების სასწავლო გასვლითი ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსთან დაკავშირებული მეცნიერებების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომელიც ახორციელებს მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირებას.
მდინარის წყლიანობისა და წყლის დონეების გაზომვები.
ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტ რეჟიმში მომუშავე დანადგარის გაცნობა.
ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მიერ დამონტაჟებული მეტეოროლოგიური მოედნის დათვალიერება.
მოსწავლეებს ჰიდრომეტეოროლოგიის საკითხებზე საინტერესო ლექცია ჩაუტარა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ ალავერდაშვილმა.