მაისი 2022

Month

 “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის ტრადიციული ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან. სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მათ გზა დაულოცა ზემო ბეთლემის ტაძრის მოძღვარმა მამა იოანემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში...
Read More
გრძელდება  “NK”-ის მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელმა, ნიტა სხილაძემ, მონაწილეობა მიიღო სოლომონ თუხარელის სახელობის გათამაშებაში ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 130-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნიტამ პირველი ადგილი დაიკავა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.
Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის მიზნით,  “NK”-ის დირექცია ცდილობს კლასგარეშე ღონისძიებებით საინტერესო და მრავალფეროვანი განწყობა შეუქმნას მოსწავლეებს. ამჯერად, მათთვის განსაკუთრებულად ტკბილი და სასიამოვნო დღე შედგა შოკოლადის მუზეუმში. მყუდრო და კომფორტულ გარემოში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური კოლექცია და მოისმინეს ლექცია შოკოლადის წარმოშობის შესახებ. დასასრულს კი დააგემოვნეს ქართული წარმოების ცხელი შოკოლადი
Read More
XX საუკუნის დასაწყისი(1910-1932წლები) ქართული ხელოვნების ისტორიის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ ამ მოტივით დაიგეგმა  “NK”-ის სტუმრობა საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართული მოდერნიზმისა და თბილისური ავანგარდის ისტორიას. კერძოდ, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ქეთევან მაღალაშვილისა და სხვათა შემოქმედებას. გასვლით ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების...
Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, “NK”-ში წინა საშობაო განწყობა სუფევდა. ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით “Christmas Eve” ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა შესანიშნავი ინგლისურით ისაუბრეს და აღწერეს საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა მხიარული ვიქტორინა. საახალწლო ზეიმს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თათია კელენჯერიძე და თამუნა ოზბეთელაშვილი.
Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად,  “NK”-ის მოსწავლეები არ ღალატობენ ტრადიციას და გრძელდება მათი წარმატებები. ამჯერად, ჩვენს 11 კურსდამთავრებულს გადაეცა 9 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა ნუნუ მუჩიაშვილმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და გამორჩეულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და...
Read More
 “NK”-ის მესამე კლასის მოსწავლე სესილი სივსივაძე, რომელიც ამავე დროს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეა, ოთხი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა: • SWISS International MUSIC Competition – I პრემია და ლაურეატის წოდება; • 8th International Piano Competition “Città di San Donà di Piave” – I პრემია და ლაურეატის წოდება; • “Golden...
Read More
პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მოსწავლეები აგრძელებენ ტრადიციას და მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა”- ეს ფრაზა გამოხატავს ქართველთა მრავალწლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს გამართეს ლიტერატურული საღამო, რომლის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების ცხოვრება და შემოქმედება. ლიტერატურულ საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა...
Read More
უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის თანამშრომლებმა. მოკრძალებული ზეიმი, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში ნაძვის ნერგის დარგვით...
Read More
“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და...
Read More
1 2 3