Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

„ზღაპარიყო, ზღაპარიყო…“ – და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნენ. ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული სითბოთი, ფერებითა და ბავშვური ხალისით აღინიშნა. თეატრალიზებული როლური თამაშები; ფერადი კოსტიუმები; მხიარული ცეკვები და სიმღერები. ჩვენმა პატარებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებსა და მშობლებს. მათმა ნიჭიერებამ და გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეული მათგანი გამორჩეული ვარსკვლავია. მადლობა ჩვენს პატარებსა და მათ მასწავლებლებს ასეთი დაუვიწყარი დღისთვის. ღონისძიების ხელმძღვანელები: ხათუნა...
Read More
კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება! აღსანიშნავია, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაცია ETS-ის მიერ ორგანიზებულ TOEFL Junior-ის გამოცდაზე და აღწევენ უმაღლეს შედეგებს. ეს კონკრეტული მიღწევაც ამ წარმატებების გაგრძელებაა და არის უტყუარი დასტური იმისა, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლია ნიჭს, სწორ მიმართულებასა და ხარისხიან განათლებას. დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამჯერადაც, ჩვენმა მოსწავლეებმა – ალექსანდრა კანაშვილმა (VII კლასი) და გიორგი მურვანიძემ (VIII კლასი), აღნიშნულ...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში. დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში. მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და სიდიადით. ესტუმრნენ წინანდალს – ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენციასა და ისტორიულ ენოთეკას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ში ბოლო ზარი დაირეკა. ზარი, რომელმაც დაასრულა სკოლის 12-წლიანი გზა და ახალი ცხოვრების ეტაპს დაუდო დასაბამი ეს იყო ემოციებით, ღიმილით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღე. დღე, რომელსაც თან ახლდა ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ გარემოსთან გამომშვიდობების სევდაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა წინ ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი არჩევანი, გამოწვევები და დაუვიწყარი თავგადასავლებია ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციულად, ვერის პარკში ხის ნერგი დარგეს – სიყვარულისა და მოგონებების სიმბოლოდ....
Read More
თავგადასავალი მწვანე სამყაროში შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილ „ეკოთავგადასავლად“ იქცა ჩვენი სკოლის ბავშვები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ, სადაც ბუნებასთან სიახლოვითა და ახალი აღმოჩენებით დატკბნენ პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და ძალიან სახალისო აქტივობებით ​ მწვანე გაკვეთილი: ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა თესვის პროცესში. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ჯადოსნური გზის შესაცნობად, რასაც მცენარის ზრდა ჰქვია ​ არტ-თერაპია ღია ცის ქვეშ: ბუნების წიაღში ჩატარებულმა სავარჯიშოებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა თავიანთი ემოციები და...
Read More
1 2 3 37