ახალი სასწავლო წელი 2026-2027

🎉 ახალი სასწავლო წელი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული ემოციებით, საზეიმო განწყობითა და დიდი მოლოდინებით დაიწყო.
მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ლიცეუმის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, აკადემიურმა დირექტორმა ნატო პაპიაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კურსდამთავრებულებმა და წმ. ბარბარეს ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა.
✨ განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო გარემოში სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.
🎈 პატარების პირველი სასკოლო ნაბიჯები კიდევ უფრო ხალისიანი და დაუვიწყარი გახადეს ზღაპრულმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა, რომლებმაც ბავშვებს უამრავი ღიმილი და დადებითი ემოცია აჩუქეს.
🌟 შპს კერძო სკოლა ნკ თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს უსურვებს ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!📚

Leave a Reply