შპს კერძო სკოლა ნკ-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები ევროპის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა; არტეფაქტებისა და საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმები; ბიბლიოთეკა; პარლამენტისა და სასამართლოს იმიტირებული დარბაზები. მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.