Schoolnk-admin Schoolnk-admin

By

ახალი სასწავლო წელი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული ემოციებით, საზეიმო განწყობითა და დიდი მოლოდინებით დაიწყო. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ლიცეუმის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, აკადემიურმა დირექტორმა ნატო პაპიაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კურსდამთავრებულებმა და წმ. ბარბარეს ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა. განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო გარემოში სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ....
Read More
რეკორდული შედეგები და ახალი მწვერვალები! სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს აბიტურკურსის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგია და სწორი მიდგომები ყოველთვის უდიდესი წარმატების საწინდარია. ასეთი მაღალი შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები ხარისხიან განათლებასთან ერთად იმ მხარდაჭერასაც იღებენ, რომელიც მათ...
Read More
„ზღაპარიყო, ზღაპარიყო…“ – და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნენ. ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული სითბოთი, ფერებითა და ბავშვური ხალისით აღინიშნა. თეატრალიზებული როლური თამაშები; ფერადი კოსტიუმები; მხიარული ცეკვები და სიმღერები. ჩვენმა პატარებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებსა და მშობლებს. მათმა ნიჭიერებამ და გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეული...
Read More
კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება! აღსანიშნავია, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაცია ETS-ის მიერ ორგანიზებულ TOEFL Junior-ის გამოცდაზე და აღწევენ უმაღლეს შედეგებს. ეს კონკრეტული მიღწევაც ამ წარმატებების გაგრძელებაა და არის უტყუარი დასტური იმისა, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლია ნიჭს, სწორ მიმართულებასა და ხარისხიან განათლებას. დიდი სიამაყით ვაცხადებთ,...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში. დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში. მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ში ბოლო ზარი დაირეკა. ზარი, რომელმაც დაასრულა სკოლის 12-წლიანი გზა და ახალი ცხოვრების ეტაპს დაუდო დასაბამი ეს იყო ემოციებით, ღიმილით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღე. დღე, რომელსაც თან ახლდა ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ გარემოსთან გამომშვიდობების სევდაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა წინ ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი არჩევანი, გამოწვევები და...
Read More
თავგადასავალი მწვანე სამყაროში შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილ „ეკოთავგადასავლად“ იქცა ჩვენი სკოლის ბავშვები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ, სადაც ბუნებასთან სიახლოვითა და ახალი აღმოჩენებით დატკბნენ პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და ძალიან სახალისო აქტივობებით ​ მწვანე გაკვეთილი: ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა თესვის პროცესში. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ჯადოსნური გზის შესაცნობად, რასაც მცენარის ზრდა ჰქვია...
Read More
ლიტერატურული დისკუსია ვერის პარკში მზე, სუფთა ჰაერი და საინტერესო წიგნები – ასე გამოიყურებოდა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის გარეთ, ვერის პარკის სიმწვანეში, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისურენოვანი ნაწარმოებები, იმსჯელეს უცხო ენაზე და საკუთარი ემოციები თუ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს
Read More
”როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი, ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი.“ ნილ არმსტრონგი ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა – დღე, რომელიც გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში მათ...
Read More
“ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“ დედაენის დღესთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა. ქართული ენა, როგორც ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. გაიმართა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი განსაკუთრებული სიყვარული. კონკურსის მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მონაწილეებს კი –...
Read More
1 2 3 … 19

ბოლო კომენტარები