შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა რუსუდან სამხარაძემ. ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სოციალური ცვლილებები; თითოეული ასაკობრივი ეტაპის განსაკუთრებული მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ქცევასა და აღქმის უნარებზე; თითოეული ასაკობრივი თავისებურების სწორად გაგება და მხარდაჭერა და ამ პროცესში მშობლების, მასწავლებლებისა და გარემოს როლი. ამ საინტერესო თემებთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.