️უძველესი ქართული ტრადიციული დღესასწაული “ბერიკაობა-ყეენობა” და სხვადასხვა ცხოველებად გადაცმული ნიღბოსანი პერსონაჟები. ვიზუალური მასალა წარმართული ხანიდან მომდინარე რიტუალებისა და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქის ამსახველი სცენების შესახებ. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში “ბერიკაობა-ყეენობა”(ნიღბების სანახაობა თბილისში). ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული ცხოველების გამოსახულებიანი ნიღბები მოირგეს და მხიარული როლური თამაშებიც გაითამაშეს. პროგრამის ბოლოს კი ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმი დაათვალიერეს.