დებატების ხელოვნება ჩვენს სკოლაში

🔶️ახალგაზრდებში გამართული და არგუმენტირებული მსჯელობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება დებატების სწავლების გზით.
🔶️მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარება და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, როგორებიცაა: საჯარო გამოსვლის ტექნიკა, კონსტრუქციული და არგუმენტირებული მსჯელობა, ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარის გამომუშავება, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
📣სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლა მოხვდა იმ იშვიათ გამონაკლის სკოლათა შორის, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან დებატების ხელოვნებას.
🔶️აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში პრეზენტაცია გამართა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა სოფო ვეფხვაძე.
საინტერესო შეხვედრამ კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაიარა.

Leave a Reply