️ხელოვნებას არა აქვს საზღვრები. “NK”-ის მოსწავლე, სესილი სივსივაძე კი თავისი განუსაზღვრელი ნიჭითა და პოტენციალით უკვე მერამდენედ ახერხებს მსოფლიოს გაოცებას. მუსიკისთვის დაბადებული-შეფასება, რომელიც ამ ორი სიტყვით არის გამოხატული. საერთაშორისო კონკურსი ლონდონში და პირველი პრემია სერგეი პროკოფიევის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. ვულოცავთ სესილის ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.Read More
ინტელექტუალური თამაში, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გართობა. ნიჭის, ცოდნის, აზროვნებისა და ლოგიკის ჭიდილი “NK”-ში. თამაში “რა? სად? როდის?”, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ჟიურიმ კი გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ ცოდნის, სიბრძნისა და განვითარების სიმბოლო-ბუ და სერთიფიკატები.Read More
ჩვენს სკოლაში ბავშვებს ლაღი და თავისუფალი გარემო აქვთ, ფრთებს არ აჭრიან, ფანტაზიას არ უზღუდავენ, ოცნებას არ უკრძალავენ და საგნების გარდა, ერთმანეთსა და სამყაროზე ზრუნვას ასწავლიან. თუ გსურთ, თქვენი შვილი პეპივით ლაღი, თავდაჯერებული, მზრუნველი და მიზანდასახული გაიზარდოს-ლიდერი სწორი ღირებულებებით-მაშინ მობრძანდით “NK”-ში.Read More
ღიმილით, სიხარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე “NK”-ში. მე-12 კლასელთა ტრადიციული ბოლო ზარი, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან, ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, რომელიც დღეს დასრულდა და დაიწყო ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი, თავგადასავლებით სავსე ეტაპი, რომელიც მათ ბედნიერ, საინტერესო, შინაარსიან და მრავალფეროვან წლებს აჩუქებს. მივულოვეთ, დავლოცეთ, წარმატებები ვუსურვეთ და ვერის პარკში ნაძვის ნერგიც დავრგეთ,...Read More
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასასრული “NK”-ში. დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას! მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ვერის პარკში, წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე “Earth Day”, სადაც ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა მოქალაქეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს და დაარიგეს ფერადი ბუშტები სამახსოვრო წარწერებით. ️მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თამუნა ოზბეთელაშვილიRead More
“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა”. ხელმძღვანელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი ფერები. ვარდისფერი არღვნების და იასამნების ყვავილობა. ჩვენი მოსწავლეების გართობა, დასვენება...Read More
“NK”-ში გრძელდება დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახელწოდებით “დედამიწა და ადამიანი”, სადაც განიხილეს ადამიანების დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე: Artificial Intelligence; Biology Aging; Animation Industry; თემები, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს და ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნით წარმოადგინეს. მასწავლებელი – სოფო ნავროზაშვილიRead More
ბოლო კომენტარები