შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში. დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში. მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და სიდიადით. ესტუმრნენ წინანდალს – ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენციასა და ისტორიულ ენოთეკას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ...Read More
თავგადასავალი მწვანე სამყაროში შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილ „ეკოთავგადასავლად“ იქცა ჩვენი სკოლის ბავშვები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ, სადაც ბუნებასთან სიახლოვითა და ახალი აღმოჩენებით დატკბნენ პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და ძალიან სახალისო აქტივობებით მწვანე გაკვეთილი: ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა თესვის პროცესში. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ჯადოსნური გზის შესაცნობად, რასაც მცენარის ზრდა ჰქვია არტ-თერაპია ღია ცის ქვეშ: ბუნების წიაღში ჩატარებულმა სავარჯიშოებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა თავიანთი ემოციები და...Read More
ლიტერატურული დისკუსია ვერის პარკში მზე, სუფთა ჰაერი და საინტერესო წიგნები – ასე გამოიყურებოდა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის გარეთ, ვერის პარკის სიმწვანეში, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისურენოვანი ნაწარმოებები, იმსჯელეს უცხო ენაზე და საკუთარი ემოციები თუ შთაბეჭდილებები გაგვიზიარესRead More
”როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი, ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი.“ ნილ არმსტრონგი ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა – დღე, რომელიც გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში მათ საკუთარი ხელით შექმნილი ფერადი ნახატებითა და გულწრფელი მოწოდებებით გამოხატეს სიყვარული და ზრუნვა ჩვენი პლანეტის მიმართ...Read More
“თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური” ტური, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა. შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებმა იმ ადგილებში იმოგზაურეს, სადაც ქართული კინოს ისტორია იწერებოდა და სადაც გადაღებულია 1920-იანი წლებიდან 1990 წლამდე შექმნილი ცნობილი ფილმები. მოისმინეს საინტერესო ისტორიები კინოს განვითარების შესახებ, გაიხსენეს ცნობილი მელოდიები და დიალოგები, რომლებმაც ეპოქა შექმნა. ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ძველი ქუჩები და უნიკალური სადარბაზოები, რომლებიც ქალაქის მრავალფეროვან ისტორიას ინახავენ. პარალელურად გაეცნენ თბილისის არქიტექტურულ...Read More