მაისი 2023

Month

“საქართველოო ლამაზო…” 26 მაისის დღესასწაულისადმი მიძღნილი გრანდიოზული სასკოლო ღონისძიება “NK”-ში და შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დამსწრე საზოგადოება. ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული რეგიონი, საქართველოს კუთხეები დამახასიათებელი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, აქსესუარებით, ხალხური სიმღერითა და ცეკვით. ️ჩვენი მოსწავლეების მიერ დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულითა და ღირსებით წარმოდგენილი საქართველო ეთნოგრაფიულ-კულტურულ ასპექტში ინსცენირებით. ️მეათე კლასელის, ლუკა ქავთარაძის მიერ შესანიშნავად შესრულებული ფერწერული და გრაფიკული...
Read More
გრძელდება  “NK”-ის მოსწავლის, ნიტა სხილაძის წარმატებები. ამჯერად, ნიტამ, საქართველოს პირველობაზე ჩოგბურთში 12/16 წლის ასაკის გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
Read More
საზაფხულო სკოლა ვერ ახერხებთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას და არ გყავთ მათთვის ერთგული მეთვალყურე? ნუ ინერვიულებთ ვერის პარკში არსებული 28-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა „NK” აცხადებს 5-დან 11 წლამდე ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში სასკოლო-საზაფხულო პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სპორტულ აქტივობებს ორჯერად კვებას მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით მოსწავლეები გაივლიან საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედია წიგნების...
Read More
“NK”-ის მე-12 კლასში ტრადიციული ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი, ხალისიანი წლები და პირველი სასკოლო ნაბიჯები. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში დარგეს ნერგი. ვულოცავთ ჩვენს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას! ვუსურვებთ ულევ...
Read More
ჩვენ ვირჩევთ პროფესიას! ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს. კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია, ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, განუმარტა, თუ რამდენად აუცილებელია კვალიფიციური კადრების აღზრდა და მათი რკინიგზაში დასაქმება. პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეთათვის ჩატარდა სიმულაციური სწავლება. გაეცნენ მატარებლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების წესებს.
Read More
 “NK’-ის მოსწავლეთა საინტერესო, მხიარული და განსაკუთრებულად ტკბილი დღე კომპანია “ბარამბოში”. დაათვალიერეს და გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპს, დაესწრნენ პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს. ვიზიტის ბოლოს კი საჩუქრად მიიღეს კომპანია “ბარამბოს” მიერ წარმოებული უგემრიელესი ქართული ტკბილეული.
Read More
️ისტორიულ მოტივებზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ბაზალეთის ტბა”. საქართველოს გაცოცხლებული წარსული. სამყარო, რომელშიც ჩვენი პატარა სახლია. კოსმოსი ციფრულ განზომილებაში და სამყაროს უსასრულობაში მოგზაური ბავშვები.  “NK”-ის მოსწავლეთა საოცარი შთაბეჭდილებებითა და ემოციით სავსე დღე თბილისის ციფრულ სივრცეში.
Read More