სკოლის შესახებ

მისია:  შპს კერძო სკოლა “ნკ” არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებადი ეროვნული ღირებულებების მატარებელი მოქალაქე. მზადაა ჩამოაყალიბოს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი თაობა.

ხედვა:   2030 წლისთვის შპს კერძო სკოლა “ნკ”-ს მიერ  შეთავაზებული სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო შექმნილი უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს. სკოლა ითვალისწინებს მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის, რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად აქციონ.

სკოლის ძირითდი ღირებულებებია:

  • ხარისხზე ორიენტირება– ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. მაღალი ხარისხის დამატებითი საგანმანათლებლოს სერვისების მიწოდება;
  • გამჭვირვალობა და ღიაობა– სკოლა ანგარიშვალდებულია სასკოლო თემის წინაშე,  ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;
  • გუნდურობა – სკოლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა და ორიენტირება საერთო მიზანზე;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა– სკოლა აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.