საახალწლო ზეიმი სკოლა “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საახალწლო სიგელები.Read More
სკოლა NK-ის კურსდამთავრებულის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება. ჩვენმა ყოფილმა მოსწავლემ, ლერი ხუფენიამ, მოიპოვა აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული აკადემიური ჯილდო Davis Fellowship აკადემიური წარჩინებისთვის. წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა სოლიდური კონკურენციის პირობებში ლერის კანდიდატურა წარადგინა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კატეგორიაში. სკოლა NK-ის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ლერის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.Read More
NK-ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება English Book Education-ის და Macmillan Education-ის კიდევ ერთი სერვისი, ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”. მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც რეგულარულად მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა. პროექტში ჩართულობით მოსწავლეებს უვითარდებათ საუბრის, კითხვის, მოსმენის, წერის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის წარდგენისა და ჯგუფური მუშაობის უნარები. სასწავლო სემესტრის...Read More
NK-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები, ნუმიზმატიკური საგანძური.Read More
ბოლო კომენტარები