საგანმანათლებლო ტური კახეთში

📚შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში.
🇬🇪დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში.
✨️მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას 📖
✨️ დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და სიდიადით.
ესტუმრნენ წინანდალს – ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენციასა და ისტორიულ ენოთეკას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ქართული არისტოკრატიის კულტურულ მემკვიდრეობას, ჭავჭავაძეთა საგვარეულოს ისტორიასა და უნიკალური ღვინის საცავის მნიშვნელობას 🍷
🏺ტურის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას.
💫მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მეღვინეობის თანამედროვე პროცესების, ინოვაციური მეთოდებისა და ქართული ღვინის კულტურის განვითარების შესახებ.

Leave a Reply