კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება!
აღსანიშნავია, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაცია ETS-ის მიერ ორგანიზებულ TOEFL Junior-ის გამოცდაზე და აღწევენ უმაღლეს შედეგებს. ეს კონკრეტული მიღწევაც ამ წარმატებების გაგრძელებაა და არის უტყუარი დასტური იმისა, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლია ნიჭს, სწორ მიმართულებასა და ხარისხიან განათლებას.
დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამჯერადაც, ჩვენმა მოსწავლეებმა – ალექსანდრა კანაშვილმა (VII კლასი) და გიორგი მურვანიძემ (VIII კლასი), აღნიშნულ საერთაშორისო გამოცდაზე უმაღლესი, ფენომენალური შედეგი აჩვენეს და ოქროს (GOLD) სერტიფიკატი მოიპოვეს
მათი შედეგები ამ გამოცდის აბსოლუტური მაქსიმუმია და
მათ ასაკში ინგლისური ენის სრულყოფილ ფლობას ნიშნავს.
ეს ოფიციალური დოკუმენტი აღიარებულია ნებისმიერ ქვეყანაში და ალექსანდრასა და გიორგის პირდაპირ უხსნის კარს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამებისკენ.
ჩვენი მოსწავლეების „ოქროს სერტიფიკატი“ არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი აკადემიური გუნდის მიერ შერჩეული სწავლების მეთოდოლოგია უმაღლესი ხარისხისაა და მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს.
ვულოცავთ ალექსანდრას და გიორგის ამ დიდ გამარჯვებას!
გვჯერა, რომ ეს აღიარება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც ისინი მსოფლიო მასშტაბით გაივლიან.