“NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის ტრადიციული ბოლო ზარი დაირეკა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან.
სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები.
მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მათ გზა დაულოცა ზემო ბეთლემის ტაძრის მოძღვარმა მამა იოანემ.
მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში დარგეს ნერგი.
ვულოცავთ ჩვენს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ ულევ სიხარულს, კეთილდღეობას, წინსვლასა და წარმატებებს!