XX საუკუნის დასაწყისი(1910-1932წლები) ქართული ხელოვნების ისტორიის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერიოდია.
სწორედ ამ მოტივით დაიგეგმა “NK”-ის სტუმრობა საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართული მოდერნიზმისა და თბილისური ავანგარდის ისტორიას. კერძოდ, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ქეთევან მაღალაშვილისა და სხვათა შემოქმედებას.
გასვლით ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები: ნინო დაუშვილი და თამარ რამიშვილი.