“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ.
მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”.
წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით.
დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები.
დიდი მადლობა ამ ემოციური და შემეცნებითი დღისთვის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალბატონ ია ღადუას.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.