გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელმა, ნიტა სხილაძემ, მონაწილეობა მიიღო სოლომონ თუხარელის სახელობის გათამაშებაში ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 130-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნიტამ პირველი ადგილი დაიკავა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.