“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა”

?პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მოსწავლეები აგრძელებენ ტრადიციას და მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
?“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა”- ეს ფრაზა გამოხატავს ქართველთა მრავალწლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის.
?ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს გამართეს ლიტერატურული საღამო, რომლის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების ცხოვრება და შემოქმედება.
?ლიტერატურულ საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა – პედაგოგი მარიამ ხომერიკი
?ღონისძიება ჩატარდა ყველა რეგულაციის დაცვით.

Leave a Reply