უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად, “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის თანამშრომლებმა. მოკრძალებული ზეიმი, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში ნაძვის ნერგის დარგვით დასრულდა. “NK” ულოცავს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას. უსურვებს მათ წარმატებას და იმედოვნებს, რომ თითოეული მათგანი საზოგადოების ღირსეული წევრი გახდება.