პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, “NK”-ის მოსწავლეები არ ღალატობენ ტრადიციას და გრძელდება მათი წარმატებები. ამჯერად, ჩვენს 11 კურსდამთავრებულს გადაეცა 9 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა ნუნუ მუჩიაშვილმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და გამორჩეულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და გამარჯვებებს.