პრეზენტაციები

Category

როგორ ავირჩიოთ პროფესია, როგორ განვსაზღვროთ სწორად პრიორიტეტები, როგორ შევძლოთ საკუთარი უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის რეალიზება, როგორ მივაღწიოთ მიზანს და როგორ ვაქციოთ ჩვენი გააზრებული არჩევანი წარმატების საწინდრად. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში გამართა ლექცია-პრეზენტაცია IK კონსალტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა და ადამიანური კაპიტალის, ორგანიზაციული და კარიერული განვითარების კონსულტანტმა, ქალბატონმა ირინა ქორიძემ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული...
Read More
სულ რამდენიმე თვის წინ შემოაღეს  “NK”-ის კარი ჩვენმა პირველკლასელებმა. დიდი წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ნაბიჯები, შეისწავლეს მხატვრული კითხვა, მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაცია, მოსწავლეთა ქცევის წესები, ანალიზი და შეფასება. დღეს კი მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. მხატვრული კითხვა, გააზრება, როლური თამაში და ინსცენირება – ის...
Read More
რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონა. იტალიის ხუთი ქალაქი და მათი ღირსშესანიშნაობები.  “NK”-ის მე-7 კლასელების შთამბეჭდავი პრეზენტაცია სახელწოდებით – “იტალიის ღირსშესანიშნაობები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიღრმისეულად მოძიებული ინფორმაციები და იტალიური ენის შესანიშნავი, საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს. მასწავლებელი – ციცინო ტაბატაძე
Read More
ეკოლოგიური პრობლემები, წყლისა და საკვები რესურსების სწორი გადანაწილება, ხელმისაწვდომი განათლება ყველა ადამიანისთვის, კლიმატის ცვლილება. აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელი პირობაა უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ პრობლემების წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქვეყნების განვითარებისთვის.  “NK”- ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაციაზე, ნათლად წარმოაჩინეს თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძე
Read More
საინტერესო, შემოქმედებითი, ინფორმაციული, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში “NK”-ის მე-3 კლასში და შთაბეჭდილებებით სავსე აუდიტორია. საქართველოს დიდებული წარსული და ისტორია, სახელოვანი მეფეები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მოსწავლეებმა, შესწავლილი მოთხრობების მიხედვით, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეფის ეპოქაზე. დამოუკიდებელი მსჯელობა და აზროვნების უნარი, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის...
Read More
საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაცია “NK”-ში. მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა” დამფუძნებელი და რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ამერიკის კოსმოსური სააგენტო “NASA”-ს და “ვოიაჯერის” შესახებ. გააცნო ინფორმაცია ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე, ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. უამბო ქართული ხალხური სიმღერის “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია, რომელიც უამრავი პროექტის...
Read More
“NK”-ის მე-9 კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა”. მოსწავლეებმა განიხილეს ოქროს კვეთის გეომეტრიული და ალგებრული ასპექტი, ფიბონაჩის მიმდევრობა. წარმოდგენილი იქნა ფიბონაჩის სპირალი. ასევე, ოქროს კვეთისა და ფიბონაჩის მიმდევრობის ელემენტები ხელოვნებასა და ბუნებაში. პრეზენტაციამ მშობლებისა და მათემატიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი- იოანე შენგელია
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.  “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ფერადი ხელებითა და წინდებით გამოვხატავთ სოლიდარობას “მზის შვილების” მიმართ
Read More
 NK-ის მოსწავლეთა შემოქმედებითი გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ღია ცის ქვეშ, ვერის პარკში. მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადი ფოთლებითა და გირჩებით ლამაზი აპლიკაციები შექმნეს.
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “NK”-ის მოსწავლეები არ ითვლიან ქრომოსომებს. მათ დახატეს ჭრელი წინდები და ამით გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი” “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს.
Read More
1 2 3

ბოლო კომენტარები