საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა შპს კერძო სკოლა ნკ-ში.
შეხვედრის თემა: „ლიტერატურა და წიგნის კითხვის მნიშვნელობა“.
როგორ ავითარებს კითხვა აზროვნებას, წარმოსახვასა და გამოთქმის უნარს;
როგორ ეხმარება ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენასა და გამოხატვაში, პიროვნულ განვითარებასა და ემპათიის ჩამოყალიბებაში.
ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ მწერლებზე, მათ მიერ წაკითხულ წიგნებსა და იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც კითხვამ და ლიტერატურამ დაუტოვათ.
️შეხვედრის ბოლოს კი შემეცნებით ვიქტორინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
განსაკუთრებული მადლობა Schooler -ის გუნდს და სატელევიზიო შოუ “წიგნების თაროს” გამარჯვებულს ალექსანდრე გუნიას, რომელმაც დღეს ჩვენი მოსწავლეები წიგნის კითხვისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა.