ჩვენი წარმატებული მოსწავლე

✨ჩვენ ხშირად გიამბობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების შესახებ.
🌍 ამჯერად, სიამაყით გიზიარებთ კერძო სკოლა ნკ-ს მე-9 კლასის მოსწავლის, გიორგი კალანდაძის მნიშვნელოვან წარმატებას.
🌟გიორგი გახდა Bismarck’s Academy-ის სადებიუტო პროექტის — “Voice for Diplomacy” — ერთ-ერთი გამარჯვებული.
💫პროექტში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული 150 დელეგატი, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ასევე Young European Ambassadors-ის წევრებს. 🇪🇺
🌟 ჩვენი სკოლის მოსწავლე იმ ორ გამარჯვებულს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და უნარებით გამოირჩნენ.
🏆 გიორგის გადაეცა სრული დაფინანსება Erasmus+ პროექტისთვის, ასევე შესაძლებლობა აირჩიოს საერთაშორისო გაეროს მოდელირება — ნიუ იორკში, ბერლინში, პარიზში ან დუბაის Harvard Model UN-ში. ✈️🌐
🌟ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო მიღწევას და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ! 🧡📚

Leave a Reply