ეკო კლუბის პრეზენტაცია “ტურისტული საქართველო”

♻️შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია – „ტურისტული სააგენტოები — დასვენება საქართველოში და უცხოეთში.”
🌏კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ტურისტული სააგენტოების მომსახურება, ტურისტული მარშრუტები, ეკო-მეგობრული შეთავაზებები და გამორჩეული მიმართულებები.
🔹️კანადა და ხევსურეთი;
🔹️ინგლისი და კახეთი;
🔹️შვეიცარია და სვანეთი;
🔹️თურქეთი და რაჭა.
✈️ტურისტული მარშრუტები და მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესოდ და შინაარსიანად წარმოადგინეს.
📌 პრეზენტაციის მიზანი იყო: 🔹️ცნობიერების ამაღლება ეკო-მეგობრული ტურიზმის შესახებ;
🔹 ტურისტული სააგენტოების მომსახურების ანალიზი;
🔹 საკუთარი პრეზენტაციის უნარების განვითარება.
✨ პრეზენტაციის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სერვისის ხარისხის წარმოდგენით, ინოვაციურობითა და ეკო-მიმართულებით.
✨️პრეზენტაციის ბოლოს კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ტურისტული კომპანია “თრეველფაის” კორპორატიული მენეჯერი სალომე მელიქიშვილი და ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების დეკანის მოადგილე თამარ ქობლიანიძე, გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები.
🔷️მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და ეკო კლუბის ხელმძღვანელს სოფიო გორგიჯანიძეს.
♻️შეგახსენებთ, რომ ეკო ტურიზმი ჩვენი მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია 🌍💚

Leave a Reply