შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა საინტერესო და მხიარული დღე აბრეშუმის მუზეუმში. ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში “ფერების ძალა”. მუზეუმში დაცული საღებავების უნიკალური კოლექცია; ქიმიური და ბუნებრივი საღებავები; ფერების შექმნის პროცესები — ძირითადი ფერებიდან სხვადასხვა ნარევებამდე; ნამდვილი ფერების დღესასწაული, სადაც ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იბადება ფერი. პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ჩვენმა პატარებმა დაამზადეს ოპტიკური სანიშნე. ბოლოს კი საჩუქრად გადაეცათ სამახსოვრო ბუკლეტები. ეს დღე ჩვენი პატარებისთვის სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და პოზიტიური ემოციებით!