შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები მეფეებისა და დედოფლების სამყაროში.
საგანმანათლებლო პროგრამამ „სამეფო გვირგვინი“ ბავშვები საოცარ თავგადასავალში ამოგზაურა, სადაც მათ ბაგრატიონთა გამოფენაზე უნიკალური სიძველეები ნახეს, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და ბოლოს თავად შექმნეს საკუთარი სამეფო სიმბოლო — გვირგვინი, რომელიც ფანტაზიამ და მათმა ხელებმა გააცოცხლა.
აქ ბავშვები არა მხოლოდ მსმენელები, არამედ შემოქმედები გახდნენ.
ყველაზე მხიარული, შთამაგონებელი და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ხელოვნების სასახლეში.