შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საინტერესო ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში. სამეცნიერო სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და უჩვეულოდ სახალისო ქიმიური შოუ ექსპერიმენტებით. ჩვენმა მოსწავლეებმა 90 წუთი სწავლისა და აღმოჩენების ატმოსფეროში გაატარეს.