მუსიკა — უხილავი გმირი კინოსა და ანიმაციაში, რომელიც გვაგრძნობინებს სიხარულს, სევდასა და იმედს.
მუსიკალური ჟანრები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ განწყობასა და ემოციას.
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე – “მუსიკის როლი და მნიშვნელობა კინოსა და ანიმაციაში“ – საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს, თუ როგორ ქმნის ხელოვნების ჟანრები განსხვავებულ განწყობას, აძლიერებს სიუჟეტს და ხდის კადრებს ცოცხალსა და დაუვიწყარს.
მადლობა მუსიკის მასწავლებელს, ნინო დაუშვილს, გაწეული შრომისათვის და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს საინტერესოდ წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის!