შპს კერძო სკოლა ნკ-ს კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარი დაირეკა. ზარი სკოლის 12 წლიანი გზის დასასრულის და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის. დღე, რომელიც სავსეა ემოციებით, სიხარულით, სითბოთი და ღიმილით. დღე, რომელსაც ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ სივრცესთან განშორების სევდაც ახლავს, რომელიც 12 წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა. წინ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და თავგადასავლებია. მივულოცეთ, დავლოცეთ...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა რუსუდან სამხარაძემ. ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სოციალური ცვლილებები; თითოეული ასაკობრივი ეტაპის განსაკუთრებული მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ქცევასა და აღქმის უნარებზე; თითოეული ასაკობრივი თავისებურების სწორად გაგება და მხარდაჭერა და ამ პროცესში მშობლების, მასწავლებლებისა და გარემოს როლი. ამ საინტერესო თემებთან დაკავშირებით...Read More
22 აპრილი დედამიწის დღეა! შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” წევრებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი საინფორმაციო აქცია “გავუფრთხილდეთ დედამიწას!”Read More
️უძველესი ქართული ტრადიციული დღესასწაული “ბერიკაობა-ყეენობა” და სხვადასხვა ცხოველებად გადაცმული ნიღბოსანი პერსონაჟები. ვიზუალური მასალა წარმართული ხანიდან მომდინარე რიტუალებისა და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქის ამსახველი სცენების შესახებ. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში “ბერიკაობა-ყეენობა”(ნიღბების სანახაობა თბილისში). ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული ცხოველების გამოსახულებიანი ნიღბები მოირგეს და მხიარული როლური თამაშებიც გაითამაშეს. პროგრამის ბოლოს კი ი....Read More
შპს კერძო სკოლა “ნკ” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2025-2026 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “ნკ”? მაღალი დონის საერთაშორისო სასწავლო პროგრამები; ჩვენი მოსწავლეები ინგლისურ ენასა და მათემატიკას შეისწავლიან ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამით და “Macmillan Education”-ის სახელმძღვანელოებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებზე TOEFL Family Assessment მიაღწიონ სასურველ შედეგს. გერმანული ენის შესწავლა მე-2 კლასიდან; პროგრამირებისა...Read More
“11 წლის ფორტეპიანოს ვირტუოზი მუსიკალურ სამყაროში ვუნდერკინდად აღიარეს”; “ახალგაზრდა პიანისტმა მსმენელი მუსიკალურ სამყაროში ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვეობამდე ამოგზაურა”; “იშვიათი ნიჭის მქონე პიანისტი”. ასე გამოეხმაურა გერმანული პრესა ქალაქ ზალცბურგში გამართულ სესილი სივსივაძის სოლო კონცერტს. ზალცბურგამდე იყო ნიუ-იორკი, Merkin Hall-ის ცნობილი საკონცერტო დარბაზი, საერთაშორისო კონკურსი “Vivo International Music Competition” და მოპოვებული ბრწყინვალე წარმატება – პირველი პრემია და ლაურეატის...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” წევრების სასწავლო გასვლითი ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსთან დაკავშირებული მეცნიერებების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომელიც ახორციელებს მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირებას. მდინარის წყლიანობისა და წყლის დონეების გაზომვები. ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტ რეჟიმში მომუშავე დანადგარის...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის, “ეკო პოლუსის” მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ფოტო კონკურსზე. კონკურსი მიეძღვნა მყინვარების დაცვის საერთაშორისო დღეს. ალექსანდრე გორგიჯანიძე – “მყინვარი ჭალაათი” – პირველი ადგილი; ლუკა რამიშვილი – “მყინვარი ზოფხიტო” – მესამე ადგილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ და “ეკო პოლუსის” წევრებს.Read More
გასაოცარი, მხიარული და შემეცნებითი დღესასწაული შპს კერძო სკოლა ნკ-ში. დამაინტრიგებელი ექსპერიმენტები; შთამბეჭდავი ცდები; მხიარული ატმოსფერო და ბავშვების აღფრთოვანება. ბავშვთა სამეცნიერო შოუ “მხიარული მეცნიერება” სტუმრად ჩვენს სკოლაში. ჩვენი ბავშვები ნამდვილი მეცნიერების ამპლუაში და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.Read More
გვახარებს და უზომოდ ამაყნი ვართ, როცა ჩვენი მოსწავლის წარმატების ამბავი გვესმის. ასეთ დროს ყველაზე ნათლად ვგრძნობთ, რომ მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში ჩადებულ უდიდეს შრომასა და ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია. სკოლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მისი წარმატებული მოსწავლეა. ჩვენ ხშირად გაცნობთ ინფორმაციას ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მიღწევების შესახებ. ამჯერადაც, გვინდა ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ. შპს კერძო...Read More
ბოლო კომენტარები