შპს კერძო სკოლა ნკ-ს კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ზარი სკოლის 12 წლიანი გზის დასასრულის და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის.
დღე, რომელიც სავსეა ემოციებით, სიხარულით, სითბოთი და ღიმილით. დღე, რომელსაც ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ სივრცესთან განშორების სევდაც ახლავს, რომელიც 12 წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა.
წინ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და თავგადასავლებია.
მივულოცეთ, დავლოცეთ და ჩვენს კურსდამთავრებულებს წარმატებები ვუსურვეთ ცხოვრების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.