“11 წლის ფორტეპიანოს ვირტუოზი მუსიკალურ სამყაროში ვუნდერკინდად აღიარეს”;
“ახალგაზრდა პიანისტმა მსმენელი მუსიკალურ სამყაროში ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვეობამდე ამოგზაურა”;
“იშვიათი ნიჭის მქონე პიანისტი”.
ასე გამოეხმაურა გერმანული პრესა ქალაქ ზალცბურგში გამართულ სესილი სივსივაძის სოლო კონცერტს.
ზალცბურგამდე იყო ნიუ-იორკი, Merkin Hall-ის ცნობილი საკონცერტო დარბაზი, საერთაშორისო კონკურსი “Vivo International Music Competition” და მოპოვებული ბრწყინვალე წარმატება – პირველი პრემია და ლაურეატის წოდება.
ასე დაიწყო ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის 2025 წელი.
11 წლის ასაკში მიაღწიო ისეთ სიმაღლეებს, რომელზეც სხვა მუსიკოსებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, განსაკუთრებული ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
დაუჯერებელი უნარი და ტალანტი, უნიკალური და ბრწყინვალე ტექნიკა, ნოტები და ემოცია, რომელიც სულის სიღრმიდან მოდის, მაყურებელს აღაფრთოვანებს და გენიალური მუსიკის დიდებულ სამყაროში ამოგზაურებს. ასეთია 11 წლის სესილი სივსივაძის შემოქმედება.
მუსიკას არა აქვს საზღვრები. სესილი კი კიდევ ბევრჯერ შეძლებს მსოფლიოს გაოცებას.
შპს კერძო სკოლა ნკ ულოცავს სესილის ამ წარმატებებს და კვლავაც დიდ შემოქმედებით გამარჯვებებს უსურვებს.