გვახარებს და უზომოდ ამაყნი ვართ, როცა ჩვენი მოსწავლის წარმატების ამბავი გვესმის.
ასეთ დროს ყველაზე ნათლად ვგრძნობთ, რომ მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში ჩადებულ უდიდეს შრომასა და ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია. სკოლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მისი წარმატებული მოსწავლეა.
ჩვენ ხშირად გაცნობთ ინფორმაციას ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მიღწევების შესახებ.
ამჯერადაც, გვინდა ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ.
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მე-12 კლასის მოსწავლე, დემეტრე სივსივაძე, კარლის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
კარლის(პრაღის) უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია ევროპაში, რომელიც მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა განათლების ნამდვილი სამჭედლოა.
ასეთი შედეგი მხოლოდ პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავი შრომით, მონდომებითა და მუდმივი ძალისხმევით მიიღწევა.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე მოსწავლეს ამ უდიდეს წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას ცხოვრების ახალ და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპზე.