ღონისძიებები

Category

უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის თანამშრომლებმა. მოკრძალებული ზეიმი, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში ნაძვის ნერგის დარგვით...
Read More
“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და...
Read More
NK გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
Read More
“NK”-ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი. მათ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გააანალიზეს მოთხრობები: “ბუნების მგოსნები” და “ია”. ორივე ნაწარმოები ეპიზოდებად დაყვეს და მშობლებთან ერთად შექმნეს თითოეული ეპიზოდის კომპოზიცია. გაკვეთილი წარიმართა  მოსწავლეთა აქტიურობითა და მშობელთა ჩართულობით.
Read More
მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020”   2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.
Read More
“NK” – ში მოქმედ “ლიტერატურული სალონის” ფორმატში ჩატარდა ღონისძიება “საახალწლო წეს-ჩვეულებები ძველ საქართველოში”. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებულ ახალ წელზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებზე. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები, მოწვეული მშობლები.
Read More
“Nk” – ის მესამე კლასელებმა რუსული ენის ანბანისადმი მიძღვნილი კოსტუმირებული ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი რუსულით წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების ბოლოს მესამე კლასელმა ნინი ბაჩიაშვილმა წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა კაპანაძე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.
Read More
სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” ფინალური თამაში, სადაც პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის ოთხი სკოლა დაჯილდოვდა 261 მონაწილე სკოლიდან. მათ შორისაა სკოლა-ლიცეუმ” Nk” – ის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც აღნიშნულ პროექტში ყოველწლიურად ფინალში ხვდება. პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე...
Read More
“Nk” – ში ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით “ძველი და ახალი თბილისი”. მოსწავლეებმა ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნეს ლექსები და გამონათქვამები. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბავშვებმა გამოავლინეს უცხო ენების საუკეთესო ცოდნა. გამოსაშვები საღამო გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, სლაიდებითა და ნახატებით.
Read More
“Nk” – ის მეთორმეტე კლასელებმა ტრადიციული ბოლო ზარი იზეიმეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებლებთან. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მოსწავლეები დალოცა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ტრადიციისამებრ ვერის პარკში დარგეს ფიჭვის ნერგები. ზეიმმა...
Read More
1 4 5 6 7

ბოლო კომენტარები