NK-ში ცოდნის ზეიმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები და მათი მშობლები.
შეკრებილი საზოგადოება დალოცა ზემო ბეთლემის ტაძრის წინამძღოლმა, მამა იოანემ.
პირველკლასელებს მე-12 კლასელებმა, ტრადიციულად, გადასცეს სკოლის სიმბოლური გასაღები, დაურიგდათ სამახსოვრო სერთიფიკატები, სამკერდე ნიშნები და საჩუქრები. მათ ესტუმრნენ ზღაპრის გმირებიც.