“ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები და გამოცემები

?️“NK”-ის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროექტი “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები და გამოცემები”.
?️პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის “ვეფხისტყაოსნის” უძველესი ხელნაწერების გაცნობა, კვლევა-ძიების, წარმოსახვის, კომუნიკაციისა და გადაცემის უნარის განვითარება.
?️მოსწავლეებმა ისაუბრეს პოემის იმ უნიკალურ ხელნაწერებზე, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და ჩვენამდე მოაღწიეს, თუ რამდენად მნიშვნელოვან კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
?️ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
?️აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლა-ლიცეუმს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს აღნიშნულ ცენტრთან.
?️ღონისძიებაზე გამოფენილი იყო “ვეფხისტყაოსნის” უძველესი ხელნაწერების ფოტომასალა.
?️საგანმანათლებლო პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია გიგიტაშვილი.

Leave a Reply